ვინ ვართ ჩვენ

15 წელზე მეტია, რაც ჩვენ თქვენი სანდო პარტნიორი ვართ.

სარეკლამო ინდუსტრიაში დაგროვილმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ, ჩვენი კომპანია აქცია სამშენებლო, სარემონტო, ავეჯის, სამედიცინო და გასტრონომიის სფეროში მოღვაწე წამყვანი ბრენდების სანდო ბიზნეს პარტნიორად.

ენთუზიაზმი და პროფესიონალთა გუნდი, საშუალებას გვაძლევს გავაერთიანოთ სტრატეგია, დიზაინი და ტექნოლოგია ისე, რომ შემოგთავაზოთ სრული სარეკლამო მომსახურება.

ღირებულებები

დაარსების დღიდან გვქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავით განსხვავებული ტიპის სააგენტო — ისეთი, რომელიც ეფუძნება პიროვნულ ზრდას, შემოქმედებით თვითგამოხატვას და ახალი შესაძლებლობების ძიებას. 

ჩვიდმეტწლიანი არსებობის შემდეგაც, ღირებულებები უცვლელია; ეს იგრძნობა ჩვენი გუნდის წევრებში,  კლიენტებთან ურთიერთობებში და იმ საქმის კეთებაში, რომელიც ასე გვიყვარს.

მიზანი და მისია

იქნება ეს გარე რეკლამა, ციფრული კამპანიები, ბეჭდვა, ბრენდინგი თუ ინდივიდუალური სარეკლამო გადაწყვეტილებები, ჩვენ მიზანი და მისიაა კრეატიულობით, სიზუსტითა და პროფესიონალიზმით შევასრულოთ თქვენი ნებისმიერი სურვილი და დავალება.